პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2439
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-14
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2439

2011 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ

1. პროფესიული განათლების განვითარებისა და პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო დაწესებულებების, დამსაქმებლების, პროფესიული კავშირებისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე პროფესიული და საზოგადოებრივი კოლეჯების კოორდინირებულ მოქმედებათა უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

 

დიმიტრი შაშკინი

–

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

გიორგი ავალიანი

–

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

მალხაზ აკიშბაია

–

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

ლეილა ახმეტელაშვილი

–

სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ ადამიანური რესურსების განყოფილების დირექტორი

კახა ბაინდურაშვილი

–

სსიპ – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი

ჯამბულ ბაკურაძე

–

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე

დავით გიორგაძე

–

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

მურად გოგოლაძე

–

საქართველოს ბიომეტრიული ასოციაციის („ელკანა“) სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი

თეა გულუა

–

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

ლალი ებანოიძე

–

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი

გივი კახიშვილი

–

შემდუღებელთა და მასალათმცოდნეთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი

რუსუდან კემულარია

–

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ვახტანგ ლეჟავა

–

საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი

 

დავით ლომიძე

–

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

თამარ მამუკელაშვილი

–

სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე

ილია მაღალაშვილი

–

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი

ელგუჯა მელაძე

–

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი

მამუკა მონავარდისაშვილი

–

კავშირ „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის“ დირექტორი

ხათუნა ოჩიაური

–

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

ნათელა პაპუნაშვილი

–

სსიპ – კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი

ირაკლი პეტრიაშვილი

–

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე

ირინე ქურდაძე

–

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

დავით ყიფიანი

–

სასტუმროების – „მარიოტისა“ და „ქორთიარდის“ კადრების განყოფილების დირექტორი

მარინე ჭოღოშვილი

 

–

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე

შორენა ჯაფარიძე

–

დამოუკიდებელი ექსპერტი

ჟაკო ჯორჯაძე

–

საქართველოს ბარმენთა ასოციაციის პრეზიდენტი.

 

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 მაისის №1023 განკარგულება „პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ“.

პრემიერ-მინისტრი                                                        ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია