„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
დოკუმენტის ნომერი
27265
მიმღები ორგანო
შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი
2014-05-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016280
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №27265

2014 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის დებულების“ (დანართი №4):

ა) მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ - „ჟ“ ქვეპუნქტები:

„ლ) ელექტრონული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის უზრუნველსაყოფად შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა;

მ) ლოკალური კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება;

ნ) არასანქცირებული შეღწევადობისაგან ინფორმაციის დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოსთან თანამშრომლობა;

ო) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოსთან თანამშრომლობა მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების, მონაცემთა რეზერვირების, აღდგენის, აღდგენის გეგმის მომზადების და პერიოდული ტესტირების მიზნით;

პ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მუშაობის უწყვეტობის უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ჟ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უწყვეტი მონიტორინგი და ინციდენტების წინასწარ გამორიცხვის მიზნით შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფა.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ივნისიდან.

 

ი. გვარამაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია