|
„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებიდან დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებიდან დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 აპრილის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/05/2013. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016125) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გარდაცვლილი დევნილი მოქალაქის ოჯახზე - 200 ლარი;“. |
2.
დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
|
|