სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1882
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-09-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1 8 82

2011 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

 1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია.

 2. სააქციო საზოგადოება „ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ უზრუნველყოს სს „ დარიალი ენერჯის“ მიერ ემისიის გზით ახლად ემიტირებული აქციების ნაწილის – 10 000 000 (ათი მილიონი) ჩვეულებრივი სახელობითი აქციის (კაპიტალის 30%) შეძენა 10 000 000 (ათი მილიონი) აშშ დოლარად.

 3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი ქმედებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                             ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია