საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1881
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-09-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1 881

2011 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე

1. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ტერიტორიულ ორგანოთა ადმინისტრაციული შენობების პროექტირების, მშენებლობის, კომპიუტერული ტექნიკითა და ავეჯით აღჭურვისათვის, აგრეთვე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში „სოფლის სახლის“ შიდა საკომუნიკაციო სისტემების მოწყობისათვის, კომპიუტერული ტექნიკითა და ავეჯით აღჭურვისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყოს 820 000 (რვაას ოცი ათასი) ლარი.

2. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული შენობების პროექტირების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ - მინისტრი                                                    ნ . გილაური

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია