„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1876
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-09-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1876

2011 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და №2 დანართის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს – 5 750 000 (ხუთი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) გზებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციისათვის;

ბ) გარე განათების მოსაწყობად;

გ) მრავალსართულიანი სახლების რეაბილიტაციისათვის;

დ) ცენტრალური მოედნის (ყოფილი დავით აღმაშენებლის მოედანი) რეაბილიტაციისათვის.“.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქ. ქუთაისის მერიამ მე-12 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული №2 დანართის შესყიდვა – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარის ოდენობით განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ‑მინისტრი                                                             ნ. გილაური

 

 

კრებსითი — სრული ვერსია