შპს „ენგური 2006-ის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1867
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-09-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
შპს „ენგური 2006-ის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1867

2011 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

შპს „ენგური 2006-ის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74  მუხლის საფუძველზე შპს „ენგური 2006' გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და მესტიის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მესტიაჭალაზე განახორციელოს 21 900 (ოცდაერთი ათას ცხრაასი) მ3 სამშენებლო მასალის (ქვიშა, ხრეშის) მოპოვება შემდეგ X და Y კოორდინატების საზღვრებში:

                                                                      

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2. შპს „ენგური 2006-მა“ უზრუნველყოს:

ა) სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული პირობების შესრულება;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 3 808 (სამი ათას რვაას რვა) ლარის გადახდა.

პრემიერ-მინისტრი                                                                         ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია