„შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის №1527 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1866
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-09-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის №1527 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1866

2011 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

„შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის №1527 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის №1527 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“;

ბ) განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის პროექტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ტარიფის გადასინჯვის თაობაზე მოლაპარაკებების წარმოების მიზნით საჭირო იურიდიული, ეკონომიკური და სხვა მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

პრემიერ-მინისტრი                                                             ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია