,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 28 ოქტომბრის №151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
93
მიმღები ორგანო
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-05-28
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-29
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.038.016348
,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 28 ოქტომბრის №151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №93

2014 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 28 ოქტომბრის №151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 28 ოქტომბრის №151 ბრძანებაში (სსმ, 141, 01/11/2010, 100110000.22.038.016006) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. განისაზღვროს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა შემდეგნაირად:

ა) აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო – განიხილავს საქართველოს დედაქალაქის ქ. თბილისისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულების საქმეებს, გარდა არასრულწლოვან და სრულწლოვან ქალ მსჯავრდებულთა საქმეებისა;

ა1) აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო – განიხილავს თვითმმართველი ქალაქის რუსთავისა და  გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულების საქმეებს, გარდა არასრულწლოვან და სრულწლოვან ქალ მსჯავრდებულთა საქმეებისა;

ბ) დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო – განიხილავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულების საქმეებს, გარდა არასრულწლოვან და სრულწლოვან ქალ მსჯავრდებულთა საქმეებისა;

გ) არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო – განიხილავს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეებს;

დ) ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო – განიხილავს სრულწლოვან ქალ მსჯავრდებულთა საქმეებს.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი საბჭოს არანაკლებ ერთ წევრს დამატებით უნდა ჰქონდეს არასრულწლოვნებთან მუშაობის სათანადო გამოცდილება ან/და სპეციალური მომზადება პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში, ხოლო ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი საბჭოს არანაკლებ ერთ წევრს დამატებით უნდა ჰქონდეს სპეციალური მომზადება ან/და სამუშაო გამოცდილება გენდერულ საკითხებზე და ქალი პატიმრების უფლებებთან დაკავშირებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრისოზარ სუბარი

კრებსითი — სრული ვერსია