„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4521
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-03-27
გამოქვეყნების თარიღი
2007-03-31
სარეგისტრაციო კოდი
210.020.100.05.001.002.765
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

      მუხლი 1.

 „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბანკო და არასაბანკო სადეპოზიტო საქმიანობა:

ა) საბანკო საქმიანობა – 500 ლარი;

ბ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების საქმიანობა – 10 ლარი.“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საბროკერო საქმიანობა – 700 ლარი;“;

ბ.ბ) „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი

 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 27 მარტი.

№4521–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია