„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
2465-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-05-29
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-02
სარეგისტრაციო კოდი
220010000.04.001.016110
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნული ბანკი ერთიანი ცენტრალიზებული სისტემაა.“.

3. მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნული ბანკის საბჭოს მოქმედ ან ყოფილ წევრს, ეროვნული ბანკის თანამშრომელს ან აუდიტორს არ აქვს კონფიდენციალურ ინფორმაციასთან არაუფლებამოსილი პირის დაშვების უფლება, აგრეთვე უფლება − გათქვას, გაავრცელოს ან პირადი სარგებლობისათვის გამოიყენოს ასეთი ინფორმაცია.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, აგრეთვე ეროვნული ბანკის თანამშრომელი ვალდებულია ეროვნულ ბანკს მის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად აცნობოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიმართ მისი ან მისი ოჯახის წევრის, როგორც ფიზიკური პირის, სასესხო ან სხვა მატერიალური ვალდებულება, რომელიც ჯამში 10,000 ლარს აღემატება (აჭარბებს).“.

4. IX თავი ამოღებულ იქნეს.

5. 59-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს ეროვნული ბანკის მხოლოდ ადმინისტრაციულ და კაპიტალურ ხარჯებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

29 მაისი 2014 წ.

N2465-IIს

კრებსითი — სრული ვერსია