„საქართველოსა და შვეიცარიას შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმებაში ნოტების გაცვლის გზით ცვლილების შეტანის თაობაზე შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
187
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2014-05-10
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-23
სარეგისტრაციო კოდი
480140000.08.002.016935
„საქართველოსა და შვეიცარიას შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმებაში ნოტების გაცვლის გზით ცვლილების შეტანის თაობაზე შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება  №187      

  2014 წლის 10  მაისი     

ქ. თბილისი

„საქართველოსა და შვეიცარიას შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმებაში ნოტების გაცვლის გზით ცვლილების შეტანის თაობაზე შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს „საქართველოსა და შვეიცარიას შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმებაში ნოტების გაცვლის გზით ცვლილების შეტანის თაობაზე შეთანხმება.

მუხლი 2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

1. აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

2. შეატყობინოს შვეიცარიის კონფედერაციის მხარეს ამ ბრძანებულების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                                                                                                                     გიორგი მარგველაშვილი

პრემიერ-მინისტრი                                                                                                                                                                          ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია