„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14
მიმღები ორგანო
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი
2014-05-23
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-28
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.132.016210
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

       თვითმმართველი ქალაქი  ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №14

2014 წლის 23 მაისი

ქ. ბათუმი


 

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმ­მართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
  „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის №9 დადგენი­ლებით (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №113, 12.07.2010, გვ. 2-10) დამტკიცებულ დებულებაში (რეგლამენტში) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  ა) დებულების (რეგლამენტის) 94-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 94. საკრებულოს წევრის ანგარიში

  1. საკრებულოს წევრი (მათ შორის, საკრებულოს თანამდებობის პირი) ვალდებულია კვარტალში ერთხელ, მიმდინარე კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში, საკრებულოს შესაბამისი განკარგულებით დამტკიცებული ფორმით, საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.

  2. საკრებულოს აპარატი ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის პროაქტიულად გამოქვეყნება დადგენილი წესის მიხედვით საკრებულოს წევრის მიერ ანგარიშის წერილობითი ფორმით, ოფიციალურად ანგარიშის წარდგენიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.“.;

   ბ) დებულების (რეგლამენტის) 95-ე და 96-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჩავლეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია