„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
357
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-05-22
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-23
სარეგისტრაციო კოდი
330130000.10.003.017977
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №357

2014 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 430) შეტანილ იქნეს ცვლილება და  28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  33 პუნქტი:

„33. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში, მშენებლობის თაობაზე შეთანხმების გაცემას და ზედამხედველობას ახორციელებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამშენებლო საქმია­ნობის პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო ორგანო,  „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,  უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  შესაბამისი ბრძანებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია