„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 25 თებერვლის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
95
მიმღები ორგანო
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-05-28
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-29
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.038.016350
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 25 თებერვლის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №95

2014 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 25 თებერვლის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 25 თებერვლის №59 ბრძანებაში (სსმ III, 2009 წელი, №22, მუხ. 284) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს, მათ მიმართ გამოიყენებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს და მინისტრის წერილობითი თანხმობის საფუძველზე ახორციელებს სასწავლო ცენტრის თანამშრომელთა წახალისებას (ფულადი პრემია);“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრისოზარ სუბარი

კრებსითი — სრული ვერსია