„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №176 ბრძანებით (სსმ, 010240030.22.038.016136, 17/12/2012) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) ახორციელებს დეპარტამენტისა და დაწესებულებების მოსამსახურეთა სამსახურში მიღებას, თანამდებობაზე დანიშვნას, გათავისუფლებას, სხვა სამუშაოზე გადაყვანას, სამსახურში აღდგენას, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებასა და დადგენილი ნიმუშის შესაბამისად, სამსახურებრივი მოწმობების გაცემას;“;
2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:
„ო1) მინისტრის წერილობითი თანხმობით ახორციელებს დეპარტამენტისა და დაწესებულებების მოსამსახურეთა პრემირებასა და წახალისებას (ფულადი პრემია, ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება და სამოქალაქო ან სამსახურებრივ - საშტატო იარაღით დაჯილდოება);”.
|