საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამარტივებული შესყიდვის განხორციელების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2001
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-10-13
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამარტივებული შესყიდვის განხორციელების თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 2001

201 1 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამარტივებული შესყიდვის განხორციელების თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს „საქართველოს რკინიგზას“, „City Group Global Limited“-სა და „Goldman Sachs International“-ს შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების საფონდო ბირჟაზე გატანასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვის თაობაზე.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების პირველ პუნქტში გათვალისწინებული შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვაზე არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

პრემიერ‑მინისტრი                                                           ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია