ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 1997
2011 წლის 13 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორისდაფინანსების ხელშეკრულების დადების თაობაზე
1.მოწონებულ იქნეს ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის დაფინანსების ხელშეკრულების პროექტი „ საქართველოს რეგიო ნ ული განვითარების რეფორმის მხარდაჭერ ა“ .
2.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელ დაფინანსების ხელშეკრულებაზეევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ვიცე-პრემიერის გ. ბარამიძისათვის ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭებისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური