სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის გამჭვირვალობის და ამ რეფორმაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდისათვის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
596
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-03-16
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის გამჭვირვალობის და ამ რეფორმაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდისათვის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 596

2011 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის გამჭვირვალობის და ამ რეფორმაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდისათვის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

საბიუჯეტო პროცესისა და მთლიანად სახელმწიფო ფინანსების მართვის გამჭვირვალობის გაზრდის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ფინანსების მართვის შემდგომი გაუმჯობესებისა და მიმდინარე რეფორმებში მოსახლეობის, მათ შორის, სტუდენტების აქტიურად ჩართვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:

ა) უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სახელმწიფო ფინანსების მართვის სფეროში;

ბ) განსაზღვროს კონკურსის ჩატარების წესი და პირობები;

გ) განახორციელოს გამარჯვებული კონკურსანტებისათვის (არა უმეტეს 3 გამარჯვებული კონკურსანტი) ფულადი ჯილდოების გადაცემა „ საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                              ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია