„შპს „ჯინდალ პეტროლეუმ ოფერეითინგ ქომფანისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1839
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-09-14
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„შპს „ჯინდალ პეტროლეუმ ოფერეითინგ ქომფანისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1839

2011 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „შპს „ჯინდალ პეტროლეუმ ოფერეითინგ ქომფანისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ „შპს „ჯინდალ პეტროლეუმ ოფერეითინგ ქომფანის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 24 (ოცდაოთხი) თვის ვადით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გარდაბანში, სოფელ სართიჭალაში მდებარე 43140 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.12.20.474).

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „შპს „ჯინდალ პეტროლეუმ ოფერეითინგ ქომფანისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                               ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია