საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1831
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-09-14
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1831

2011 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოში დაგეგმილი ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს (NAC) სხდომის გამართვის უზრუნველყოფისა და სტუმრების მიღებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებების მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ იქნეს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ვიზიტის მომზადებაში მონაწილე მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს შესაბამისი თანხების გამოყოფა.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია