სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2426
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-14
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2426

2011 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

ა) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარში და ონის მუნიციპალიტეტის ქ. ონში ტერიტორიულ ორგანოთა ადმინისტრაციული შენობების პროექტირება, მშენებლობა, კომპიუტერული ტექნიკითა და ავეჯით აღჭურვა;

ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 05 03) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია