ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2403
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2403

2011 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა კოლხეთის დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, ანაკლია-განმუხურის მონაკვეთში შავი ზღვის ტერიტორიის მდგრადი განვითარების მიზნით სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია