„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 82 ე კილომეტრზე არსებული დროებითი სახიდე გადასასვლელის ნაცვლად საყრდენი კედლის მშენებლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №1446 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2401
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 82 ე კილომეტრზე არსებული დროებითი სახიდე გადასასვლელის ნაცვლად საყრდენი კედლის მშენებლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №1446 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2401

2011 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 82‑ე კილომეტრზე არსებული დროებითი სახიდე გადასასვლელის ნაცვლად საყრდენი კედლის მშენებლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №1446 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 82-ე კილომეტრზე არსებული დროებითი სახიდე გადასასვლელის ნაცვლად საყრდენი კედლის მშენებლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №1446 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 2011-2012 წლებში უზრუნველყოს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 82-ე კილომეტრზე არსებული დროებითი სახიდე გადასასვლელის ნაცვლად საყრდენი კედლის მშენებლობა;

ბ) სახიდე გადასასვლელის ნაცვლად საყრდენი კედლის მშენებლობის სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 04 01 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან, ხოლო 2012 წელს შესასრულებელი სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვის დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის“ მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია