სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისგან გათავისუფლების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2104
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-10-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისგან გათავისუფლების შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 2104

2011წლის 28ოქტომბერი

ქ. თბილისი

სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურებისსაფასურისგან გათავისუფლების შესახებ

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ ამ განკარგულების დანართებით განსაზღვრული პირებისათვის ტყეკაფების მონიშვნის მომსახურება განახორციელოს უსასყიდლოდ, ამავე განკარგულების დანართებით გათვალისწინებული სათბობი შეშის მოცულობების მიხედვით.

პრემიერ-მინისტრი                                                           ნ . გილაური

 

დანართი №1

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

№

ორგანიზაციის დასახელება

სათბობი შეშის მოცულობა (მ3)

1

ა(ა)იპ  – ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი

60

2

ა(ა)იპ  –  ბორჯომის საბიბლიოთეკო გაერთიანება

40

3

ა(ა)იპ  – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ბორჯომის ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა

30

 

 

დანართი №2

ასპინძის მუნიციპალიტეტი

ა(ა)იპ  – ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება

 

სათბობი შეშის მოცულობა 60 მ3

 

 

დანართი №3

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება –  საქართველოს სასაზღვრო პოლიცია

 

(სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №7 სამმართველო (ყაზბეგი)

სათბობი შეშის მოცულობა

 50 მ3

დანართი №4

ადიგენის მუნიციპალიტეტი

 

(გამგეობა და ტერიტორიული ორგანოები)

 

 

სათბობი შეშის მოცულობა

130 მ3

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია