„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2095
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-10-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 2095

2011წლის 28ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ­ ლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები­სათ­ვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და №1 დანართის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს – 770 000 (შვიდას სამოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ლაგოდეხში ქუჩების სრული რეაბილიტაცია;

ბ) სოფლებში: ზემო გურგენიანში, ზემო და ქვემო მსხალგორში, აფენსა და ლელიანში გზების რეაბილიტაცია;

გ) სოფლებში: წითელ გორასა და აფენში სასმელი წყლის ჭა­ბურ­ღილების მოწყობა;

დ) სოფელ ზემო გურგენიანში სასმელი წყლის სისტემის რეაბი­ლიტაცია;

ე) სოფლებში: მსხალგორსა და თელაში საავტომობილო ხიდების რეაბილიტაცია.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ყვარლის მუნიციპალიტეტს – 685 000 (ექვსას ოთხმოცდახუთი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ყვარლის ქუჩების რეაბილიტაცია;

ბ) სოფლებში: მთისძირში, ენისელსა და შაქრიანში გზების რეაბი­ლიტაცია;

გ) სოფლებში: ზინობიანში,შილდასა და ახალსოფელში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია;

დ) სოფლების: საცხენისა და ახალსოფლის დამაკავშირებელი ხი­დის რეაბილიტაცია;

ე)სოფელ ალმატში გაბიონის მოწყობა;

ვ) მუნიციპალიტეტში სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილი­ტა­ცია.“.

პრემიერ-მინისტრინ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია