საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1827
2011 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიასა“ და შპს „რაკია საქართველო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიასა“ და შპს „რაკია საქართველო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური