„ენერგეტიკის დარგში მოქმედი ზოგიერთი ორგანიზაციისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 ნოემბრის №754 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2073
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-10-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„ენერგეტიკის დარგში მოქმედი ზოგიერთი ორგანიზაციისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 ნოემბრის №754 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 2073

2011 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „ენერგეტიკის დარგში მოქმედი ზოგიერთი ორგანიზაციისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 ნოემბრის № 754 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხ­ლის შესაბამისად, „ენერგეტიკის დარგში მოქმედი ზოგიერთი ორგა­ნიზაციისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორ­ციე­ლებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 ნოემბრის № 754 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და პირველ პუნქტს დაემა­ტოს შემდეგი შინაარსის „რ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები:

 „რ) ინდივიდუალურ მეწარმე „რუსლან შონიას“ – საბერიოში ენ­გურ­ჰესზე მომუშავე პირების სამუშაო ოთახების და სხვა ინფრა­სტ­­რუქ­­ტურის მოწყობის/რემონტის სამუშაოებთან დაკავშირებული სა­ქ­მიანო­ბი­სა­თ­ვის;

ს)  შპს „ტელ ინდასტრი ჯორჯიას“ – საბერიოში ენგურჰესის 35/10 კვ  ქვესადგურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მოწყობილობების მი­­წოდებასთან, მონტაჟსა და გაწყობასთან დაკავშირებული საქმიანო­ბი­სა­თვის;

ტ)  შპს „ნესთის“ – საბერიოში  ენგურჰესის 220 კვ ორჯაჭვა ელექ­ტ­როგადამცემი ხაზის „ეგ­რისის“ ორად გაყოფასთან დაკავშირე­ბით სა­რე­ლეო დაცვისა და ავ­ტომატიკის პანელების მიწოდებასთან, მონტაჟსა და გაწყობასთან და­კავში­რებული საქმიანობისათვის.“.

პრემიერ-მინისტრი                                                                          ნ . გილაური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია