„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2428-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-05-14
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-27
სარეგისტრაციო კოდი
120260020.05.001.017444
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) დაემატოს შემდეგი შინაარსის 467 მუხლი:

„მუხლი 467. მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების დროებითი წესი

თავდაცვის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს 2014 წლის 1 სექტემბრამდე შეიძლება მიენიჭოს მორიგი სამხედრო წოდება, მათ შორის, ვადამდე, თუ იგი დააკმაყოფილებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ სპეციალურად დაწესებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

14 მაისი 2014 წ.

N2428-IIს

კრებსითი — სრული ვერსია