ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 2064
2011 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და კომპანია „KGM ILETISIM VE HIZM. LOJISTIK INS. VE TURIZM TIC.LTD.STI “-ის შორის ბახვი‑1 და ბახვი‑2 ჰესების მშენებლობის , ფლობისა და ოპერირების შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და კომპანია „KGM ILETISIM VE HIZM. LOJISTIK INS. VE TURIZM TIC.LTD.STI “-ის შორის ბახვი-1 და ბახვი-2 ჰესების მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად , მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.
3 . განკარგულება ძალაშია „სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის № 107 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან .
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური