ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 2058
2011 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინ და-ლარსის საავტომობილო გზის 82-ე კილომეტრზე არსებული დროებითი სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი ხიდის მშენებლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის № 1446 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შე სა ბამისად, „ საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინ და-ლარ სის საავტომობილო გზის 82-ე კილომეტრზე არსებული დროებითი სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი ხიდის მშენებლობის შესახებ“ საქართვე ლოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის № 1446 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ საერ თა შორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავ ტო მობილო გზის 82‑ ე კილომეტრზე არსებული დროებითი სახიდე გა და სას ვ ლელის ნაცვლად საყრდენი კედლის მშენებლობის შესახებ“;
ბ)ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავ ტო მო ბილო გზის 82‑ ე კილომეტრზე არსებუ ლი დროებითი სახიდე გა და სას ვლელის ნაცვლად საყრდენი კედლის მშენებ ლობის მიზნით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:
ა) 2011 წელს უზრუნველყოს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 82‑ ე კილომეტრზე არსებუ ლი დროებითი სახიდე გადასას ვლელის ნაცვლად საყრდენი კედლის მშე ნებ ლობა;
ბ) სახიდე გადასასვლელის ნაცვლად საყრდენი კედლის მშენებლო ბის სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედ ველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „ საქართვე ლოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „ გზების პე რი ოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 04 01 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.“ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური