საქართველოს კანონი
„ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 12.11.2004, მუხ. 154) 49-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. 2008 წლის 1 იანვრიდან კერძო ვეტერინარული საქმიანობა აეკრძალოს იმ ვეტერინარ ექიმებს (ვეტერინარულ-სანიტარიულ ექიმებს, ვეტერინარ ფარმაცევტებს), რომლებსაც არ აქვთ კერძო ვეტერინარული საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 16 მარტი.
№4470–Iს