საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 2633
2011 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №1645 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №1645 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 201 2 წელს განახორციელოს „ საქართველოს 2012 წლის სა ხელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების“ მუხლით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.“.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური