შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისათვის“ უძრავი ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
78
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-01-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისათვის“ უძრავი ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 78

2011 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

შპს „ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისათვის “ უძრავი ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „ სახელმწიფო ქონების შესახებ “ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს № 659 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ შპს „ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს “ სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადასცეს ქ. თბილისში, დაბა წყნეთში, დ. გურამიშვილის ქ. № 39-ში მდებარე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.20.01.122.022.01.500) შენობის მესამე და სხვენის სართულების მთლიანი ფართობი (730,88 კვ.მ) და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი 3 წლის ვადით, ქირით – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი წელიწადში.

2. მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისში, დაბა წყნეთში, დ. გურამიშვილის ქ. № 39-ში მდებარე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.20.01.122.022.01.500) შენობის მესამე და სხვენის სართულების მთლიანი ფართობის (730,88 კვ.მ) და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად შპს „ სახელმწიფო მომსახურების ბიუროს “ კაპიტალში შეტანაზე.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები შპს „ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან “ სასყიდლიანი უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს განკარგულების მე-3 პუნქტის საფუძველზე გასაფორმებელი სასყიდლიანი უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ.

პრემიერ-მინისტრი                                ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია