„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4469
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-03-16
გამოქვეყნების თარიღი
2007-03-31
სარეგისტრაციო კოდი
240.000.000.05.001.002.757
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21-22, მუხ. 455) 532 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) პირი აღნიშნულ აქციებს ფლობს სხვა პირის ან პირების სასარგებლოდ, მათ შორის, საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების გაცემის მიზნით. ასეთ შემთხვევაში სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვალდებულება ეკისრება პირს ან შეთანხმების საფუძველზე მოქმედ პირთა ჯგუფს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს სააქციო საზოგადოების ხმის უფლების მქონე აქციათა 1/2-ზე მეტს.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 16 მარტი.

№4469–Iს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია