თვითმმართველ ქალაქ ბათუმისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფისა და საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2603
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
თვითმმართველ ქალაქ ბათუმისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფისა და საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2603

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

თვითმმართველ ქალაქ ბათუმისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფისა და საქართველოს  მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილების  შეტანის შესახებ

1 . ქ. ბათუმში მშენებარე ალფაბეტური კოშკის სფეროში შიდა ინტერიერის დამატებითი სამუშაოების ხარჯების დაფინანსების მიზნით , საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -18 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თვითმმართველ ქალაქ ბათუმს გამოუყოს 752 000 (შვიდას ორმოცდათორმეტი ათასი) ლარი .

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები ქ. ბათუმის მერიამ განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 - ე მუხლის შესაბამისად:

ა) „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის № 401 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესე ბულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს 14 880 000 (თოთხმეტი მილიონ რვაას ოთხმოცი ათასი) ლარი, კერძოდ:

ა) დარიალის ხეობაში (ზემო ლარსი) სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისათვის დამატებით სამშენებლო სამუშაოების დროულად განსახორციელებლად – 980 000 (ცხრაას ოთხმოცი ათასი) ლარი;

ბ ) ანაკლიაში ინდივიდუალური პროექტირების ხის კონსტრუქციის საფეხმავლო ხიდის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად – 11 500 000 (თერთმეტი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი;

გ) ქ. ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე ველო‑ და ფეხით მოსიარულეთა ბილიკის მოსაწყობად – 2 400 000 (ორი მილიონ ოთხასი ათასი) ლარი.“;

ბ) „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის № 1429 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მესტიის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებისა და შესაბამისი საზედამხედველო მომსახურების განხორციელების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ `საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს 4 030 000 (ოთხი მილიონ ოცდაათი ათასი) ლარი.“;

გ) „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის № 1544 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1 . საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს 4 870 000 ( ოთხი მილიონ რვაას სამოცდაათი ათასი ) ლარი , კერძოდ :

ა ) მესტიის მუნიციპალიტეტში ცალკეული საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების , ასევე განსახლების ღონისძიებათა განსახორციელებლად – 1 100 000 ( ერთი მილიონ ასი ათასი ) ლარი;

ბ) მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ127–კმ131 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად – 2 700 000 (ორი მილიონ შვიდასი ათასი) ლარი;

 გ) დარიალის ხეობაში (ზემო ლარსი) სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისათვის დამატებითი სამშენებლო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების განსახორციელებლად – 725 000 (შვიდას ოცდახუთი ათასი) ლარი;

დ ) მესტიის მუნიციპალიტეტში ცალკეულ საავტომობილო გზებზე გარე განათების მოწყობის სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების განსახორციელებლად – 345 000 ( სამას ორმოცდახუთი ათასი ) ლარი.“.

პრემიერ‑მინისტრი ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია