შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“, შპს „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის ოფციური გაზის კომპანიასა“ და შპს „აზერბაიჯანის გაზის მომწოდებელ კომპანიას“ შორის გასაფორმებელი დამატებითი შეთანხმების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
563
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-03-11
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“, შპს „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის ოფციური გაზის კომპანიასა“ და შპს „აზერბაიჯანის გაზის მომწოდებელ კომპანიას“ შორის გასაფორმებელი დამატებითი შეთანხმების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 563

2011 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ , შპს „ სამხრეთ-კავკასიური მილსადენის ოფციური გაზის კომპანიასა“ და შპს „ აზერბაიჯანის გაზის მომწოდებელ კომპანიას“ შორის გასაფორმებელი დამატებითი შეთანხმების თაობაზე

„ უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის № 139 დადგენილებისა და „ ნავთობისა და გაზის სფეროში არსებული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 13 მარტის № 60 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ , შპს „ სამხრეთ-კავკასიური მილსადენის ოფციური გაზის კომპანიასა“ და შპს „ აზერბაიჯანის გაზის მომწოდებელ კომპანიას“ შორის გასაფორმებელი დამატებითი შეთანხმების პროექტი.

პრემიერ-მინისტრი                       ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია