„დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის №1022 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
497
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-03-01
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-01
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის №1022 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 497

2011 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

„დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების   შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის № 1022 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 -ე მუხლის შესაბამისად , „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის № 1022 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1 . „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის , უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კანონის 29 -ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია ) შემდეგი შემადგენლობით :

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

კახაბერ გულედანი – სსიპ – სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი

ჯამბულ ებანოიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე

მამუკა ვაწაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

დავით იოსელიანი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

აბესალომ კეკელია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

დავით ლომიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

გიორგი ყაველაშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე ცინცაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.“ .

პრემიერ -მინისტრი                                          ნ . გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია