„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის №1802 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2343
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-01
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-01
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის №1802 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2343

2011 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის №1802 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შესაბამისად, „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის №1802 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ხანგრძლივვადიანი განსახლების მიზნით, ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი – 34 03) მიმართოს 245 000 (ორას ორმოცდახუთი ათასი) ლარი, ქალაქ თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების საკადასტრო აზომვითი და შენობა-ნაგებობების შიდა აზომვითი ნახაზების შედგენის მომსახურების შესყიდვისათვის.“.

 პრემიერ-მინისტრი                                                         ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია