„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2422-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-05-14
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-22
სარეგისტრაციო კოდი
280060000.05.001.017443
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 390)  მე-5 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4.  ამ  მუხლის  მე-2 პუნქტის  მოქმედება  არ  ვრცელდება  „სახელმწიფო  კომპენსაციისა  და  სახელმწიფო  აკადემიური  სტიპენდიის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-5  მუხლის  მე-2  პუნქტის  „მ“  და  „ნ“  ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

14 მაისი 2014 წ.

N2422-IIს

კრებსითი — სრული ვერსია