„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111; 200090000.22.033.016112, 3.01.2011წ.) დამტკიცებული ინსტრუქციის 758 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგადასახადო ორგანო განიხილავს ბანკის მიერ წარდგენილ განაცხადს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების შესახებ და:
ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში თანხის დაბრუნების მიზნით უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სახაზინო სამსახურში დოკუმენტების გაგზავნას, „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დადგენილი წესით;
ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე შემოსავლების სამსახურსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით წერილობით ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.“.
|