„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4414
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-03-02
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.05.001.002.754
„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 2000 წელი, მუხ. 99) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-9 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-10 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ამ კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.“.

    მუხლი 2

საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების განხორციელება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ მთავრობათაშორის ხელშეკრულებებში, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 2 მარტი.

№4414–Iს

კრებსითი — სრული ვერსია