შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ, 112, 26/09/2005; სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.022.007.724) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ის:
ა) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების“ თავის 24-ე გრაფა ამოღებულ იქნეს.
ბ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების“ თავის მე-15 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 გრაფა:
|
16
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალის საჯარო სკოლა
|
სოფელი კასრისწყალი
|
დაწ-საბ-საშ.
|
|