„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2011 წლის 12 ოქტომბრის №26 სხდომის გადაწყვეტილების მოწონების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2015
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-10-13
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2011 წლის 12 ოქტომბრის №26 სხდომის გადაწყვეტილების მოწონების თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 2015

2011 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

  „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი  სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2011 წლის   12 ოქტომბრის  № 26  სხდომის გადაწყვეტილების  მოწონების თაობაზე

1. „ საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად , მოწონებულ იქნე ს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „ რეფერალური მომსახურების “ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების  გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2011 წლის 12 ოქტომბრის № 26 სხდომის გადაწყვეტილება პაციენტების  სამედიცინო  მომსახურების  დაფინანსების,  უკვე მიღებული დაფინანსების სერვისის მიმწოდებელ სხვა დაწესებულებაში გადამისამართებისა და 2011 წლის 3 ივნისის № 14 სხდომაზე დაფინანსებული მოქალაქის  მონაცემებში  დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორების  თაობაზე.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება „ საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილ ასიგნებ ათა ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                                                           ნ. გილაური

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია