ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
56/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2014-05-23
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-23
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016791
ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №56/ნ

2014 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

 

ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს  სრული ზოგადი  განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის  - ატესტატის ფორმა №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს  საბაზო ზოგადი  განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის ფორმა №2 დანართის შესაბამისად.
მუხლი 3
დამტკიცდეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - სერტიფიკატის ფორმა №3 დანართის შესაბამისად.
მუხლი 4
დამტკიცდეს საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის დუბლიკატის ფორმა №4 დანართის შესაბამისად.
მუხლი 5
დამტკიცდეს სახელობო განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - სერტიფიკატის დუბლიკატის ფორმა №5 დანართის შესაბამისად.
მუხლი 6
წინამდებარე ბრძანების პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით დამტკიცებული სახელმწიფო დოკუმენტების ფორმები წარმოადგენს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მეორე კატეგორიის დაცულ ფორმას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ ბრძანების №6 დანართით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
მუხლი 7
წინამდებარე ბრძანების პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სახელმწიფო დოკუმენტების აუცილებელი რაოდენობის განსაზღვრას, პოლიგრაფიული საწარმოების მეშვეობით მათ ტირაჟირებასა და გამოყენების კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
მუხლი 8
ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანება.
მუხლი 9
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 23 ივნისიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე

კრებსითი — სრული ვერსია