შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში (სსმ, №168, 28/11/2007; სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.022.011.138) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების:
1. 39-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. უნივერსიტეტის რექტორი აირჩევა აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, არაუმეტეს 4 წლის ვადით. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეული იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“.
2. 74-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
|