საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1246
2011 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
ი. ქურდაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური