„სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის №367 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
272
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-02-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის №367 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 272

2011 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

„ სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის № 367 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის გან­ვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის № 367 განკარგულებაში შე­ტა­ნილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ამოღებულ იქნეს პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნ­ქტები.

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„ 5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონ­დის დამფუძნებლად განისაზღვროს საქართველოს განათ­ლე­ბისა და მეცნიერების სამინისტრო.

6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნისტროს მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ კანონმდებლო­ბით დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფოს სახე­ლით ხელი მოაწეროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იური­დიული პირის – სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში გან­სახორციელებელი ცვლილებების რეგისტრაციისათვის სა­­ჭირო ყველა დოკუმენტს.“ .

პრემიერ-მინისტრი                        ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია