სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
დოკუმენტის ნომერი
02-593/ო
მიმღები ორგანო
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი
2014-05-05
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-15
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-593/ო

2014 წლის 5 მაისი

 

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

 
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ თავი V, მუხლი 22, პუნქტი 6, პუნქტი 7, ქვეპუნქტი „ა“ 22-ე მუხლის, მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის ა ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდესშპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაზე“ (ქ. თბილისი,  ვაჟა-ფშაველას გამზ.  №29)  გაცემულისაწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია– სალიცენზიო მოწმობა №000157, ბრძანება №84/ო, 22.08.2006 წ.

2.  ბრძანება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ჩაბარებიდან  ერთი  თვის  ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №144) ან  სასამართლოში.

3.   ბრძანება  ძალაში  შედის  ხელისმოწერისთანავე.

 

საფუძველი: შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის”  გენერალური  დირექტორის ავთანდილ იმედაძისგანცხადება №44338, 30.04.2014 წ.№45526, 02.05.2014 წ.

 

 სააგენტოს უფროსი                                                          გია თვალავაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია