ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 1955
2011 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე
1. „ სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑3 მუხლის მე‑5 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ ფიზიკურ პირს მაია გიორგაძეს ( პირადი № 11001008934) საკუთრებაში გადასცეს ქ. ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე 100 კვ.მ არასასოფლო‑ სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკ ვეთი ( მიწის ( უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 64.23.02.293) ფიზიკური პირი ს მაია გიორგაძის საკუთრებაში არსებული , ქ. ბორჯომში, მესხეთის ქ. № 5‑ში მდებარე 16.5 კვ.მ შენობის ფართობისა და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო № 64.03. 12.339ა) სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური